Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მეხანძრეები დაგვიანებით გამოიძახეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მეხანძრეები დაგვიანებით გამოიძახეს

277
190416-notre-dame-fire-update-mn-1236_ce653106fe352a3d7be3fc7730d84654.fit-760w

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მეხანძრეები დაგვიანებით გამოიძახეს – ამის შესახებ საფრანგეთის ხელისუფლება იუწყება. მათი ინფორმაციით, ტაძრის დაცვის სამსახურის წევრები დაახლოებით 20 წუთი თავად ცდილობდნენ ცეცხლის კერა ეპოვნათ.

საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სახანძრო სიგნალიზაცია ტაძარში თავდაპირველად პარიზის დროით 18:20 საათზე ამოქმედდა, თუმცა ტაძრის უსაფრთხოების სამსახურმა თავად დაიწყო მოქალაქეების ევაკუაცია. ტაძარში ცეცხლის გაჩენის შესახებ შეტყობინება სახანძრო სამსახურში 23 წუთის დაგვიანებით მიიღეს. ამ დროს ხანძარი უკვე მოედო ტაძრის სხვენს.

პარიზის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზად „უბედური შემთხვევა“ განიხილება. თუმცა, გამოძიება დიდხანს გაგრძელდება და რთული პროცესი იქნება. ფრანგული მედიის ცნობით, ცეცხლი ტაძარში ელექტროგაყვანილობის პრობლემის გამო გაჩნდა.

15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახურავის დიდი ნაწილი ჩამოინგრა. დანგრეულია საათი და გუმბათის სვეტი.