პანორამა თბილისის მშენებლობაზე მუშები დაშავდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთერთ მათგანს 30 წლის ახალგაზრდას ფეხი აქვს მოტეხილი.
ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.