LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქამდე არნახული ფსონი: კაცმა 1 ფუნტით 181 ათასი მოიგო

175

ლონდონის მკვიდრმა 1 ფუნტი დადო და 181 ათასი მოიგო.

აღმოსავლეთ ლონდონში მცხოვრებმა მამაკაცმა 181 000 კოეფიციენტიანი ფსონი გაარტყა.

ექსპრეს ბილეთი რამდენჯერმე წაგების პირას იყო, მაგრამ მოთამაშეს სასწაულებრივად უმართლებდა. მაგალითად, ინგლისის თასზე ”უოტფორდის” მოგება ჭირდებოდა ”ნოტინგემთან” და ეს მხოლოდ 89-ე წუთზე მოხდა იგალოს გოლით. კიდევ უფრო მეტი სანერვიულო ქონდა ”ეიბარი”-”მალაგას” მატჩისას. ეწერა ”ორივე გაიტანს” – ”ეიბარმა” კი 94-ე წუთზე შეაგდო.

ჯამში, მოთამაშემ 181 570,5 ფუნტი მიიღო და სახელის ვინაობის გამხელა არ ისურვა.

”მოგებისგან ექსტაზში ვარ. ამჟამად ცოლთან, სამი წლის ბავშვთან და ოჯახის კიდევ ოთხ წევრთან ერთად ვცხოვრობ. ასე რომ, ვაპირებ მთელი ფული ცალკე საცხოვრებლის შესაძენად გამოვიყენო”, – თქვა იღბლიანმა ლონდონელმა.

საბუქმეკერო კანტორა William Hill-ის წარმომადგენელმა ჯო კრილმა აღნიშნა: ”ადრე არასოდეს გვინახავს საფეხბურთო ფსონი კოეფიციენტით 180 000 ერთთან. ეს მოთამაშე და შემთხვევა ნამდვილად გამორჩეულია”.

ფსონის თანხა: £ 1 – მოგება £ 181 570,50

ექსპრეს ბილეთის არჩევანი:

1.75 – ”ტოტენჰემი” მოუგებს ”კოლჩესტერს” და მატჩში სამ გოლზე მეტი გავა (4:1);

1.90 – ”არსენალი” მოუგებს ”ბარნლის” და აქაც სამი და მეტი გოლი გავა (2:1);

1.75 – ”სიტი” მოუგებს ”ასტონ ვილას” (4:0);

2.62 – ”უოტფორდი” მოუგებს ”ნოტინგემ ფორესტს” (1:0);

4.40 – ”ბორნმუთი” მოუგებს ”პორტსმუთს” და ორივე გაიტანს (2:1);

1.72 – ”უიგანი” მოუგებს ”პორტ ვეილს (3:0);

3.40 – ორივე გაიტანს ”ეიბარი”-”მალაგას” მატჩში (1:2);

2.30 – ”ბილბაო” მოუგებს ”ხეტაფეს” (1:0);

1.75 – ”რეალ სოსიედადი” მოუგებს ”ბეტისს” (2:1);

1.95 – ორივე გაიტანს ”ატალანტა”-”სასუოლოს” შეხვედრაში (1:1);

1.90 – ორივე გაიტანს ”კაპრი”-”პალერმოს” მატჩში (1:1);

1.60 – ”რომა” მოუგებს” ”ფროზინონეს” (3:1);

2.37 – ”შალკე” მოუგებს ”დარმშტადტს” (2:0);

2.20 – ”პორტუ” მოუგებს” ”ეშტორილს” და სამი ან მეტი გოლი გავა (3:1);

2.15 – ”სტანდარტი” მოუგებს ”ლევენს” (2:0);

1.70 – ”გენკი” მოუგებს ”კორტრეიკს” (1:0)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები