LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგრარულ კომიტეტი მცირე მიწების კონსოლიდირების პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო

49

პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშემწყობი პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

დღეს გამართულ კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესა და ,,Enpard” წევრ ორგანიზაციებს მოუსმინეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა აღნიშნა, სააგენტოს საქმიანობა საკმაოდ მნიშვნელოვანია.

,,სააგენტოს მთავარი მიზანი სოფლად მცხოვრები ადამიანების ხელშეწყობაა. უნდა მოხდეს მცირე მიწების კონსოლიდირება და სოფლის მეურნეობა უფრო პრიორიტეტული და მომგებიანი უნდა გავხადოთ”, – განაცხადა გელა სამხარაულმა.

,,ეს არის უნიკალური პროგრამა, რომელიც ახლა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში კაპიტალური ინვესტირების მეშვეობით მხარს დავუჭერთ დაახლოებით 149 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნას. ინვესტიციების ჯამური ოდენობა 10 მილიონი ევროა და თითქმის ყველა მიმართულებით ხდება მათი მხარდაჭერა”,-განაცხადა Oxfam-ის Enpard-ის პროგრამის კოორდინატორმა ლევან დადიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები