LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზის ტარიფი სუბსიდირების ხარჯზე კიდევ ერთი წლით შენარჩუნდება

129

გაზის სუბსიდირება წლის  ბოლომდე ან ერთი წლით გახანგრძლივდება. როგორც „ფორტუნას“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, სუბსიდირება ისევ ნავთობისა და გაზის კორპორაციას დაევალება.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ვერ დააკონკრეტა, ეს მხოლოდ წლის ბოლომდე გაგრძლდება თუ ერთი წლით.

„შემდეგში უკვე ახალი ბაზრის მოდელით ეს თემები შეიცვლება მაგრამ, ჯერჯერობით, სუბსიდირებას ვაკეთებთ იქიდან გამომდინარე, რომ ლარის კურსი და სხვა საკითხები ისევ აქტუალური თემებია, მაგრამ მერე ვნახოთ,“ – განუცხადა „ფორტუნას“ ვალიშვილმა.

მთავრობის დადგენილებით გაზის სამომხმარებლო ტარიფში გაზის სუბსიდირების ვადა 1 მარტს იწურება. სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით 2013 წლის 1 მარტიდან შემცირდა. სუბსიდირების  შეწყვეტა ტარიფის ზრდას გამოიწვევს.

მთავრობამ ბოლო დადგენილება, რომლითაც  ნავთობისა და გაზის კორპორაციას გაზის ტარიფის სუბსიდირება  დაავალა, 2015 წლის 9 მარტს მიიღო. განკარგულების მიხედვით, უცხოური ვალუტის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად, საყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ფასის ზრდის თავიდან აცილების და მისი ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით, კორპორაციას  2016 წლის პირველ მარტამდე გაზის სუბსიდირება დაევალა.  კორპორაცია სადისტრიბუციო კომპანიებს 1000 კუბურ მეტრ გაზს 121,2 აშშ დოლარის ნაცვლად 115,5 აშშ დოლარად აწვდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები