LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩესტერში მოურინიო არ უნდათ

52

”მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშეებს და პერსონალს ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა არ სურთ.

”მანჩესტერის” ფეხბურთელები და თანამშრომლები უკმაყოფილებას გამოხატავენ მოურინიოს დანიშვნის ხმებთან დაკავშირებით. Daily Mail იუწყება, რომ მანკუნიანელებს არ აწყობთ პორტუგალიელის მართვის სტილი, რომელიც გუნდებში კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის.

El Confidencial-ის მონაცემებით, მოურინიო ”მანჩესტერთან” კონტრაქტს მოაწერს ხელს და წლიურად 20 მილიონ ევროს მიიღებს.
მწვრთნელის წარმომადგენლებმა კონტრაქტის ამოწურვის ვადებზეც კი ისაუბრეს – 2019 წლის ივნისი.

შეგახსენებთ, განსაკუთრებული კაცი ”ჩელსიმ” ნოემბერში გაუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები