LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული ენი ჰეთეუეი კიმ კარდაშიანს დაემსგავსა (ფოტო)

49

კვირის ყველაზე აქტიური ვარსკვლავი, ორსული ენი ჰეთეუეი ისევ გადაიღეს ლოს-ანჯელესში. ის ამჯერად კვლავ ესტუმრა სპორტ-დარბაზსს, სადაც მშობიარობისთვის სპეციალურ მომზადებას გადის. ის გამჭვირვალე ელასტიკსა და სპორტულ ზედაში მივიდა სავარჯიშოდ. ზუსტად ისე, როგოც ცოტა ხნის წინ კაილი ჯენერი. ფოტოგრაფებმა ბევრი საერთო ნახეს ცნობილი მსახიობისა და რეალითი-შოუს ვარსკვლავის ჩაცმულობაში.

კიდევ უფრო უცნაური იყო ენი ჰეთეუეის საღამოს ლუქი, როცა ის შავ გრძელ კაბასა და უჩვეულო პლატფორმის ფეხსაცმელში გამოჩნდა. გრძელ კაბაში ოსკაროსანი მსახიობი საგულდაგულოდ ცდილობდა ჭარბი წონის დამალვას, თუმცა უშედეგოდ. ასეთ სამოსში კი ის კიმ კარდაშიანს უფრო გავდა. ჩანს, რომ მშობიარობის შემდეგ ჰეთეუეის დიდხანს მოუწევს მუშაობა სხეულის ძველი ფორმების დასაბრუნებლად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები