რუსთავში, იუსტიციის სახლთან ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია გაიმართა. მოსახლეობა სასჯეაღსრულების დაწესებულების მშენებლობას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 24-საათიანი ვადა მისცეს, იმისთვის რომ დაწყებული მშენებლობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტივისტები უფრო ფართომასშტაბიანი აქციის მოწყობას აანონსებენ.