LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მართლმსაჯულების ისტორიაში ყველაზე აბსურდული პროცესია”- ადვოკატი სამეფო ტიტულისთვის ბრძოლის საქმეზე

169
1539638349-IGD_6871-1024x682

დღეს სამეფო ოჯახის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. სამოქალაქო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო ოჯახის სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობს.

დავით ბაგრატიონის ადვოკატის განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ მიიჩნევს მოწინააღმდეგე მხარე, რომ საქართველოს სამეფო სახლის ტიტული მათ ეკუთვნით. ადვოკატის  თქმით, დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევაც მოხდება, მათ შორის ისტორიული მასალების, ასევე სამართლებრივი და იურდიული დოკუმენტების წარდგენა.

“ეს პროცესი არის ალბათ საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში ყველაზე აბსურდული პროცესი, რაც კი არსებულა. სასამართლო განხილვას დაიწყებს მოსარჩელის პრეტენზიების, დარწმუნებული ვართ რომ სასმართლო მიიღებს ჩვენ სასარგებლო გადაწყვეტილებას და არ დააკმაყოფილებს სარჩელს.

თეორიულად თუ წარმოვიდგენთ რომ მოწინააღმდეგე მხარემ მოიგო ეს პროცესი, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სასამართლო აღიარებს სამეფო და არისტოკრატიულ ტიტულებს, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის, როგორც 1921 წლის კონსტიტუციასთან, ასევე დღევანდელ კონსტიტუციასთან, რომელიც არ აღიარებს არც სამეფო და არც არისტოკრატიულ ტიტულებს,”-აცხადებს  დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები