მაია რჩეულიშვილს სასამართლომ „ცენტრ-პოინტის“ საქმის ე.წ. მიონის ეპიზოდზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მოსამართლემ წარდგენილ ბრალდებაში იგი დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მხარეები სასამართლოში დასკვნითი სიტყვით წარსდგნენ – სასამართლოს მიმართა რჩეულიშვილმაც.
ბრალდების მხარის განმარტებით, ერთ-ერთი ბრალდებული ქეთევან ჟორდანია, რომელიც სწორედ იმ ობიექტის ხელმძღვანელი პირი იყო, საიდანაც მოხდა თანხების მითვისება, მომხდარში “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელს ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცა.
მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს. ქეთევან ჟორდანიასთან საპროცესო შეთანხმებაა გაფორმებული.
შეგახსენებთ, 8 თებერვალს მაია რჩეულიშვილი სასამართლოში ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდა.