დღეს დილიდან 9 აპრილის მემორიალთან მთავრობის წევრები, პარლამენტარები და მოქალაქეები იკრიბებიან. პარლამენტთან თავდაცვის მინისტრიც მივიდა და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
“მინდა, ქედი მოვიხარო 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე. 9 აპრილი არის საქართველოს ისტორიის მთავარი იდეისთვის, თავისუფლებისა და თვითმყოფადობისთვის თავგანწირული ბრძოლის გამოვლენა. ამ ბრძოლის შედეგად დაიშალა საბჭოთა იმპერია და მოვიპოვეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა”, – განაცხადა იზორიამ.