LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემა სტოუნი ბრილიანტის ბეჭდით გადაიღეს (ფოტო)

129
11861988-0-image-a-11_1554389248092

მაშინ, როცა ემა სტოუნისა და დეივ მიკერის რომანის შესახებ, უკვე რამდენიმე წელია საუბრობენ, წყვილი პირველად საზოგადოების წინაშე, იანვრის ბოლოს, ,,კინომსახიობთა გილდიის” დაჯილდოების ცერემონიალზე გამოჩნდა.

მაშინ ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ მათი ურთიერთობა მართლაც სერიოზულ ეტაპზე გადავიდა.

ემა სტოუნი ბოიფრენდთან ერთად პირველად გამოჩნდა (ფოტო)

თუ გავითვალისწინებთ, რომ 33 წლის მსახიობი პირადი ცხოვრების დეტალებს მედიასთან არ განიხილავს, ჟურნალისტებს ნამდვილად გაუჭირდათ იმის გაგება, დაინიშნა თუ არა ,,ოსკაროსანი” ვარსკვლავი თავის რჩეულზე.

საქმე ისაა, რომ ამ დღეებში, პაპარაცებმა ჰოლივუდის ლამაზმანის მარცხენა ხელის არათითზე ბრილიანტის ბეჭედი დააფიქსირეს.

ქსელში აქტიურად განიხილება ის ფაქტი, რომ სამკაული შესაძლოა უბრალო აქსესუარი იყოს, თუმცა არც მოახლოებულ ქორწილს გამორიცხავენ.

შეგახსენებთ, რომ ემა სტოუნი და დეივ მიკერი ერთმანეთს 2017 წლის ოქტომბრიდან ხვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები