LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემა რობერტსისა და გარეტ ჰედლუნდის რომანი დადასტურდა – წყვილი საჯაროდ გამოჩნდა (ფოტო)

298
11726816-0-image-a-64_1554134026535

მარტის ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ ემა რობერტსისა და ივენ პიტერსის 7 წლიან ურთიერთობას, საბოლოო წერტილი დაესვა. იმ ფონზე, როცა წყვილი დანიშნული იყო, საზოგადოებას მათი დაშორება მაინც არ გაჰკვირვებია, რადგან ისინი გამუდმებით სკანდალურ და არასტაბილურ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ.

ემა რობერტსმა ივენ პიტერსთან ნიშნობა გააუქმა და გარეტ ჰედლუნდთან რომანი გააბა

საინტერესოა, რომ ემასა და ივენის დაშორებიდან მალევე, მედია 28 წლის მსახიობისა და მისი 34 წლის კოლეგის, გარეტ ჰედლუნდის რომანის შესახებ ალაპარაკდა.

გაირკვა, რომ ვარსკვლავებს შორის სიყვარულის ნაპერწკალი მართლაც გაჩნდა.

საქმე ისაა, რომ ამ დღეებში, პაპარაცებმა რობერტსი და ჰედლუნდი საკმაოდ რომანტიკულ გარემოებაში დააფიქსირეს. ქსელში მათი ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობის ამსახველი ფოტოები გავრცელდა, რომლებზეც ჯულია რობერტსის ძმისშვილი და ჰოლივუდის ერთ-ერთი სასურველი სასიძო ხელჩაკიდებული და მომღიმარი ჩანს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყეს ურთიერთობა და სად გაიცნეს ერთმანეთი ემა რობერტსმა და გარეტ ჰედლუნდმა. ტაბლოიდი დეტალების გარკვევაზე აქტიურად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები