ჭორები ტრანსფერებზე არ წყდება. წყდება კი არა, აწი გახურდება. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ბევრი მათგანი გამართლდება და სულაც არ არის ჭორი. მაგალითად, აზარი და „რეალი“ მართლა სერიოზული თემაა.
Marca: ედენ აზარის ტრანსფერი „რეალი“ ფაქტობრივად შეთანხმებულია.
ამბობენ, რომ „რეალი“ მზადაა 98 მლნ ევრო გადაიხადოს, „ჩელსი“ 116 ითხოვს.
„მარკა“ იმასაც წერს, რომ სეზონის ბოლოს „რეალს“ დატოვებს კეილორ ნავასი, მეორე მეკარე ლუნინი გახდება.
პსჟ-ს მარჯვენა მცველი ტომა მუნიე შესაძლოა „მანჩესტერში“ გადავიდეს.
დეპაიმ გადაწყვიტა “ლიონიდან” წასვლა. ის ”ლივერპულს” აინტერესებს.
„ლიონის“ ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრშია. 22 წლის ფრანგისადმი ინტერესს იჩენენ „მანჩესტერი“, „ლივერპული“, პსჟ, „იუვენტუსი“, „ჩელსი“, „რეალი“.
„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო „მილანის“ ინტერესის სფეროში მოექცა.
„ტოტენჰემი“ ზაფხულში 12 ფეხბურთელის თაობაზე სატრანსფერო შეთავაზებას მოისმენს. ესენია: კრისტიან ერიქსენი, ტობი ალდერვეირელდი, დენი როუზი, ნკუდუ, ფერნანდო ლორენტე, ბანიამა, კირან ტრიპიე, ერიკ ლამელა, მუსა სისოკო, სერჟ ორიე, იან ვერტონგენი და ვინსენტ იანსენი.
ჟოზე მოურინიო არ არის წინააღმდეგი „ინტერში“ ისევ იმუშაოს. Tuttosport-ის ცნობით, პორტუგალიელმა შეთავაზა საკუთარი მომსახურება მილანურ გუნდს. თუმცა „ნერაძურის“ გენდირექტორი ბეპე მაროტას ანტონიო კონტეს დანიშვნა ურჩევნია.
თავის მხრივ კონტე ლუკაკუს ტრანსფერს მოითხოვს თუ „ინტერს“ ჩაუდგა სათავეში.
ამბობენ, რომ ედინ ჯეკომ „ვესტ ჰემთან“ კონტრაქტი შეათანხმა.