LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გადაარჩინა ბექჰემმა მედპერსონალი და მისი პაციენტი

88

დევიდ ბექჰემმა მედპერსონალი და მისი პაციენტი გადაარჩინა, რომელთაც ცივ ამინდში ცხელი სასმელი უყიდა.

სამედიცინო დახმარების თანამშრომელმა ვერ მოითმინა და მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მამაკაცთან (People-ს ვერსიით) ფოტო გადაიღო.

შემთხვევა ლონდონის რაიონ ბლუმსბერიში მოხდა.

კატრინ მეინარდი, რომელიც სამედიცინო დახმარებაში ველოსიპედისტად მუშაობს, ტროტუარზე დაცემულ ასაკოვან მამაკაცას ეხმარებოდა.

”პაციენტთან ერთად სასწრაფოს ველოდებოდით. ვცდილობდი როგორმე გამეთბო, მაგრამ გარეთ ძალიან ციოდა. როდესაც თავი ავწიე, ვიღაც დავინახე, რომელიც ძალიან გავდა დევიდ ბექჰემს. ის მომესალმა და მანქანაში ჩაჯდა”, – უთხრა ქალმა Buzzfeed-ს.

მისდა გასაკვირად ბექჰემი 10 წუთში დაბრუნდა და ცხელი სასმელები მიიტანა. კეტრინის და დაზარალებულის აღფრთოვანებას საზღვარი არ ქონდა.

”მადლობა დევიდ, რომ ყავა და ჩაი იყიდე კეტრინისთვის და პაციენტისთვის”, – უწერია ლონდონის სამედიცინო დახმარების სამსახურს.

CaJTA2eWEAEUFjq

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები