LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად რატიანი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ნომინანტია

233
1514491851_5a45528ee01bf

ზვიად რატიანი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის European Poet of Freedom Award-ის ნომინანტია.

ქართველ პოეტი კონკურსის „ევროპელი პოეტები თავისუფლებისათვის“ შერჩეულ 8 პოეტს შორის მოხვდა.

კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ იმართება, წელს მეექვსედ ტარდება და  თანამედროვე პოეზიის პოპულარიზებას ისახავს მიზნად. ნომინანტებს კი გამორჩეული მხატვრული ღირებულების მქონე იმ პოეტებს შორის არჩევენ, რომლებიც თავისუფლებაზე წერენ.

ნომინანტის ნამუშევრები პოლონურ ენაზე ითარგმნება.

კონკურსის გამარჯვებული 2020 წლის მარტში დასახელდება.

შეგახსენებთ, რომ ზვიად რატიანი პოლიციელებმა 2017 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. რატიანის თქმით, სამართლადამცველების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადებით კი რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. სასამართლომ რატიანს 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ზვიად რატიანი თვეების განმავლობაში ითხოვდა მის დაზარალებულად ცნობას და პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიებას. მან 2018 წლის სექტემბერში საქართველო დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები