LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი დღეს გაუფასურდა

39

ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.

ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 3  თებერვალს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0061 პუნქტით გაუფასურდა და 2, 4763 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0183 პუნქტით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულება 2, 7009 ლარია.

ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 0.77 %-ით გაიაფდა და 1 ბარელზე ფასმა 29.65 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 0,05 %-ით გაიზარდა და 3 თებერვალს 1 უნცია ოქრო 1127.90 დოლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები