წლის პირველი თვე მიილია. იანვარი ჩვენმა კოლეგებმა შეაჯამეს და დასამახსოვრებელ ეპიზოდებზე ფოტოებით ისაუბრეს. თქვენს წინაშეა იანვრის თვის ყველაზე გამორჩეული სპორტული ფოტოები.
4 იანვარი, კრიკეტი სიდნეიში. პიჯაკებში გამოწყობილი და მიკროფონებით აღჭურვილი გულშემატიკვრები 2015 წელს გარდაცვლილ რიჩი ბენოს (კრიკეტის ცნობილი მოთამაშე და კომენტატორი) იხსენებენ.
10 იანვარი, ინგლისის თასი. ოქსფორდი-სუონსი. მასპინძელთა ნახევარმცველი ლიემ სერკომბი აკურატულად ურტყამს პენალტს, რომ ბურთი ავტოსადგომზე არ გადავარდეს.
10 იანვარი, სამპდორია-იუვენტუსი. ვასკო რეჯინი – ალვარო მორატა.
11 იანვარი, ციურიხი. კრიშტიანო რონალდო, ”ოქროს ბურთს” აცდა, თუმცა მხიარულ სელფიში მოხვდა.
13 იანვარი, დაკარი-2016, არგენტინის ეტაპი. ჟინელ დე ვილერსისა და დირკ ფონ ციტცევიცას ”ტოიოტა” უჩვეულო კვალს ტოვებს.
11 იანვარი, ნიუ-იორკი. ”ბოსტონის” ფორვარდი ლენდონ ფერარო თავით შეასკდა ბორტს.
13 იანვარი, ლივერპული-არსენალი. არსენ ვენგერი თოვლისა და იურგენ კლოპის ფონზე. ”არსენალი” გამარჯვებას ბოლო წამებზე უშვებს ხელიდან – 3:3.
16 იანვარი, რაგბის ჩემპიონთა თასი, დუბლინი. ”ლეინსტერელი” ჯეკ მაკგრიტის თავი…
17 იანვარი, ბოსტონი, UFC Fight Night 81 ტურნირი. პატარა ჩალურჯება მეტ მიტრიონის თვალზე ტრევის ბრაუნთან დამარცხების შემდეგ.
23 იანვარი, კრისტალ პალასი-ტოტენჰემი. უგო ლორისი ბურთს ხარიხადან ხსნის.
25 იანვარი, Australian Open. ამერიკელი ჩოგბურთელი მედისონ კიზი და პატრიოტულად გადაჯვარედინებული ხელისგულები ეკრანზე.
27 იანვარი, ინგლისის ლიგის თასის განმეორებითი ნახევარფინალი, სიტი-ევერტონი. ფიგურა ჰაერში ოტამენდის, ლუკაკუსა და ფერნანდინიოს შესრულებით.
30 იანვარი, კანზასი, სტუდენტური კალათბურთი. როგორ მიწვდე გულშემატკივარს…
29 იანვარი, ლარისა, საბერძნეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მატჩი აელ-სა და ახარნაიკოსს შორის ორწუთიანი მჯდომარე პროტესტით დაიწყო ეგეოსის ზღვაში დაღუპული დევნილების მხარდასაჭერად.
31 იანვარი, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ისევ მოიგო Australian Open.