LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თამარ მეფე უზურპატორია, უკანონოდ გამეფდა” – ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი მონარქიის აღდგენის პერსპექტივებზე საუბრობს

1488
231150414

“თამარი, როგორც ასეთი, იყო უზურპატორი, მან მოახდინა ხელისფულების უზურპაცია” – პრაიმტაიმის ინფორმაციით, ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ მათთან საუბარში განაცხადა. ბაგრატიონთა ოჯახში არსებული სკანდალური დაპირისპირების ფონზე ადვოკატი საუბრობს იმის შესახებ,  თუ რა პერსპექტივა აქვს მონარქიის აღდგენის იდეას.

“ახლა ვის ეკუთვნის ტახტი? ცხადია, უპირატესი ჩვენი [დავით ბაგრატიონ-მუხრანელის] მხარეა, მათ აქვთ თავისი არგუმენტები, ჩვენ — ჩვენი. მთავარი ხალხის გადაწყვეტილება, სურთ თუ არა მონარქიის აღდგენა. თუ ამ საკითხს გადაწყვეტენ, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული წარსული. ისტორია კი ამბობს, რომ სამეფო ღირსება გადადიოდა მამიდან ვაჟზე, ანუ მამაკაცზე. ქალზე სამეფო ღირსება არ გადადიოდა. ეს გიორგი XII-ს ვაჟს, დავით გამგებელს თავის აღწერაშიც აქვს ნათქვამი. იქ ვკითხულოთ, რომ ქვრივებზე და პრინცესებზე სამეფო ღირსება არ გადადის. ანუ ყველა შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება კაცის მხარეს.

თამარ მეფის შემთხვევა, ეს არის ბევრად უფრო ძველი პერიოდი. მაგ შემთხვევაში დაირღვა მაშინ არსებული კანონი, ასევე დაირღვა მეფის ანდერძი. საუბარია დავით V-ს ანდერძეზე, რომლის თანახმადაც ტახტზე უნდა ასულიყო მისი შვილი დემნა. იქ მოხდა ტახტის უზურპაცია და მეფემ ფიზიკური ძალით განახორციელა სწორედ უზურპაცია და თავისი ქალიშვილი გამოაცხადა მემკვიდრედ. ვინც მას არ დაეთანხმა ან თვალები დათხარა, ან კოჭები დაუმტვრია. თამარი, როგორც ასეთი, იყო უზურპატორი, მან მოახდინა ხელისულების უზურპაცია”- აცხადებს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე “პრაიმტაიმთან”.

შეგახსენებთ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა, რომლის წინააღმდეგაც ყოფილ ცოლზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე, შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ქვეყანა დატოვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები