LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

VW Passat მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია

474
passat

Volkswagen Passat საშუალო კლასის ავტომობილებს შორის ყველაზე გაყიდვადია. 46 წლის განმავლობაში გერმანულმა ბრენდმა მოდელის 30 მილიონი ეგზემპლარი გამოუშვა და წარმატებით გაყიდა. საიუბილეო ავტომობილი ქარხანიდან საზეიმოდ გამოიყვანეს და დღესასწაულს ბრენდის ყველა წარმომადგენელი ესწრებოდა.

განსაკუთრებული „პასატი“ ვერცხლისფერი უნივერსალია და მან ჰიბრიდული აგრეგატი მიიღო. 156 ცხენის ძალის მქონე 1.4 TSI ბენზინის ტურბოძრავი 115 ძალის ელექტროძრავთან ერთად მუშაობს. აგრეგატმა ასევე 6 საფეხურიანი გადაცემათა ავტომატური კოლოფიც მიიღო.

აღსანიშნავია, რომ „პასატი“ ერთდროულად 10 ქარხანაში იწყობა და მსოფლიოს 100–ზე მეტ ბაზარზე იყიდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები