LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან “ჯეოსელი” საქართველოში პირველ ოფიციალურ iPhone-ს გაყიდის

49

დღეიდან  “ჯეოსელი” საქართველოში პირველ ოფიციალურ iPhone-ს გაყიდის.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”ჯეოსელი” ერთადერთი მობილური ოპერატორია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს iPhone 6s და iPhone 6s Plus თავის მაღაზიებში  ოფიციალურად შესთავაზებს. ამასთან დაკავშირებით დღეს  ტექნოპარკში  პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ”ჯეოსელში” განაცხადეს,  პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება შემდგომი, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა.

“ჯეოსელი” მუშაობს საქართველოში iTunes- ის გახსნაზე, რაც ახალ, მრავალფეროვან შესაძლებლობებს შექმნის, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები