სამეფო დავის ახალი დეტალები და სამხარაულის ექსპერტიზის პასუხი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს. ბიუროში განმარტავენ, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკვლევის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს არ ეცნობა, რადგან იმ პერიოდში, 2016 წელს, როდესაც მან ამბულატორიული სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა, ბიუროს პოლიციისთვის ფაქტის ცნობის ვალდებულება არ ჰქონდა.
ბიუროს ინფორმაციით, ეს ვალდებულება მხოლოდ 2017 წლის 1 ივნისიდან გაჩნდა, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის საფუძველზე
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ სამხარაულის ექპსერტიზის დასკვნა მიკერძოებულია და სიმართლეს არ ასახავს. მისი თქმით, თუ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დაზიანებები აღენიშნებოდა, თავის დროზე პოლიციას რატომ არ მიმართა. ადვოკატი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სამხარაულის ბიურო სასამართლო წარმოებაში ამ ფორმით ერევა.