LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტნე ყავლაშვილი: ლარის კურსის გამო ბიუჯეტის ხარჯების შემცირება არ იგეგემა

266

მაკროეკონომიკური ვითარება დღეს სტაბილურია და ჩვენ იმ გეგმას მივყვებით, რაც ბიუჯეტია გაწერილი. ამ ეტაპზე ლარის კურსის გამო ხარჯების  შემცირება არ იგეგემა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ლარის კურსთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება ლარის კურსს, ყავლაშვილის განცხადებით, ეს არის მოკლე პერიოდში ლარის კურსის აჟიოტაჟური კორექტირება.

”ჩვენ უკვე ვართ ლარის კურსის სტაბილიზაციის მომსწრენი. დღევანდელი შეხვედრა ძალიან კონსტრუქციული იყო. ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტთან და ზოგადად, ქვეყანაში ფისკალურ სურათთან დაკავშირებით წარმოადგინა ინფორმაცია. ჩვენი გეგმა ბიუჯეტით გაწერილია. ასევე ვმუშაობთ ახალ რეფორმებზე,” -განაცხადა ყავლაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები