LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სიტყვა “ლიბერალურს” ამოვიღებთ კანონიდან, ილიას გზას ვერ მივყვებით – გუგული მაღრაძე

143
1513185209

“თუ სიტყვა “ლიბერალურს” ამოვიღებთ კანონიდან, ჩვენ გადავუხვევთ ილიას გზას”– ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღაძე, დეპუტატების – ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის ინიციატივას, რომელიც ზოგადი განათლების კანონიდან სიტყვა “ლიბერალურის” ამოღებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, ახალი თაობის ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე აღზრდა საქართველოსთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს.

“კომიტეტის მიღებულ გადაწყვეტილებაში „ლიბერალური“ ამოღებულია და დარჩა მხოლოდ „დემოკრატიული ღირებულებები“. მიმაჩნია, რომ ეს არის გაუგებრობა და გაუცნობიერება იმისა, რას ნიშნავს ლიბერალური დემოკრატია, რომელსაც ეყრდნობა მთელი დასავლური ცივილიზაცია

ჩვენთვის ლიბერალური იდეები არ არის უცხო. გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე, რომელიც იყო ქართული საზოგადოების სინდისი და გონება, იყო ყველაზე მთავარი ლიბერალი. თავის დროზე, მას ებრძოდნენ ლიბერალიზმის გამო და შემდეგ წმინდანად იქნა აღიარებული. მიმაჩნია, რომ თუ ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებს არ დავუჭერთ მხარს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ილიას გზას ვერ მივყვებით. ეს არის ჩვენი განვითარების პირობა. ვფიქრობ, როცა კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე გამოვა, მიიღება გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ევროინტეგრაციაა ჩვენთვის მთავარი და ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულება არის ის, რაც საჭიროა ჩვენი ახალი თაობის თანამდეროვე საზოგადოების წევრებად ჩამოყალიბებისთვის“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

შეგახსენებთ, 1 აპრილს პარლამენტის განათლების კომიტეტმა “ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვა “ლიბერალურის” ამოღებას მხარი დაუჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები