LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დირსში” შეჭრილია 150 დევნილი, პოლიცია უსაფრთხოებას იცავს – შსს

193
dirstan

“დირსის კორპუსების რამდენიმე სადარბაზოში შეჭრილია 150-მდე დევნილი, მობილიზებულები ვართ იმისთვის, რომ ადგილზე დავიცვათ მართლწესრიგი და უსაფრთხოება,”- ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

შსს-ში განმარტავენ, რომ საცხოვრებელ კომპლექს „დირსიში“ ადგილზე უსაფრთხოებას და მართლწესრიგს პოლიცია უზრუნველყოფს.

„როგორც მოგეხსენებათ, საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ კორპუსების რამდენიმე სადარბაზოში შეჭრილია 150-მდე დევნილი. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო დანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორივე მხარის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, რათა არ მოხდეს მხარეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტი ან დაპირისპირება. ნებისმიერ პირს აქვს საშუალება მიიღოს საკვებიც და სასმელი წყალიც და რაც საპოლიციო დანაყოფებმაც არაერთხელ
მიაწოდეს.

ამ ეტაპისთვის ჩვენ მობილიზებულები ვართ, იმისთვის, რომ ადგილზე დავიცვათ მართლწესრიგი და უსაფრთხოება, ამის გარდა პოლიციას სხვა დავალება
არ გააჩნია,“- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

დევნილები ფართების გადაცემას ითხოვენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები