LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორი გრძნობაა უსწრაფესად მიმავალ ავტომობილში ჯდომა

56
ford-gt

ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია თუ როგორი გრძნობაა საათში 484 კმ–ით გადაადგილება. იმისათვის, რომ ავტომობილს ამ სიჩქარისთვის მიეღწია სულ რაღაც 22 წამი დასჭირდა.

ვიდეოში რეკორდის დამყარების მომენტია ასახული. სუპერქარი Ford GT, რომელსაც 2500 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია, ტუნინგ ატელიე M2K Motorsports–ის მიერაა მოდიფიცირებული. მრავალრიცხოვანი განახლებების შემდეგ მოდელმა 483,45 კმ/სთ–ის განვითარება შეძლო.

ავტომობილი მოდერნიზებული ბიტურბო „რვიანითაა“ აღჭურვილი და 5,4 ლიტრის მოცულობა აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები