LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტურიზმის შესახებ ახალი კანონი ექნება

307
shutterstock_739966801

საქართველო ტურიზმის ახალ კანონმდებლობაზე მუშაობს. უკვე დაანონსებულია, რომ კანონმდებლობა სიღრმისეულად შეიცვლება. პარლამენტში კანონპროექტზე მსჯელობა და კონსულტაციები უკვე დაწყებულია. შექმნილია სამუშაო ჯგუფიც, პროცესში ჩართულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, USAID-ის ექსპერტები და ბიზნესსექტორი.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ბეგაძემ განაცხადა, იმ ფონზე როდესაც ქვეყანაში ტურისტების დინამიკა და ტურიზმიდან შემოსავლები იზრდება არსებული კანონმდებლობა რეალობას ვერ პასუხობს.

„კანონმდებლობის უმთავრესი მიზანი ტურიზმის მდგრადი განვითარებაა და ეს მიზანი აქვს საქართველოს მთელი მსოფლიოს მსგავსად. თუ ვსაუბრობთ კანონმდებლობასა და გარკვეულ რეგულაციებზე ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. რა თქმა უნდა სხვა გამოწვევებიც გვაქვს, მათ შორის ხარისხისა და სერვისის გაუმჯობესება“, – განაცხადა ბრეგაძემ და დასძინა, რომ ტურიზმის განვითარება სიღარიბის დაძლევისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საუკეთესო იარაღია და საქართველომ უნდა იზრუნოს ტურისტული სერვისების დივერსიფიკაციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები