LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიგარეტის ფასი წელს აღარ გაიზრდება – აკაკი ზოიძე

423
20190401_122735 (1)

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ სიგარეტის ფასი წელს აღარ გაიზრდება. როგორც ის “ფორტუნასთან” განმარტავს, მიმდინარე წელს ფასის კორექტირება უკვე მოხდა, თუმცა მომავალში მისი კიდევ უფრო გაზრდა გამორიცხული არ არის.

“წელს იყო საუბარი გაიზრდება თუ არა სიგარეტის ფასი, წელს უკვე გაიზარდა და ფასის კორექტირება აღარ მოხდება, თუმცა ზოგადად რა მოხდება ჩვენ არ ვიცით, ეს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის თემაა,” – განაცხადა აკაკი ზოიძემ “ფორტუნასთან”.

ფინანსთა სამინისტროში კი, გრძელვადიან პერიოდში, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდას, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები ითვალისწინებს.

„სამინისტროს აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს,“ – აცხადებენ უწყებაში „ფორტუნასთან“.

შეგახსენებთ, გასული წლის მიწურულს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად, კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად, სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. შედეგად, ბოლო ორი თვის განმავლობაში თამბაქოზე ფასმა ორჯერ – 50-50 თეთრით მოიმატა.

"ვსხედვართ და “ბუღალტერიას ვაწარმოებთ” - რა ცვლილებებია მოსალოდნელი თამბაქოსა და თუთუნის ფასთან დაკავშირებით

"მე მთავრობას ისიც მოვუწოდე, რომ ნიკოტინის შემნაცვლებლები, ნიკორეტი, ტაბექსი თუ შესაბამისი დასაკრავი საშუალება იქნება, უფასოდ მიწოდება მოხდეს,“ - აცხადებს ზოიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები