პერუს დედაქალაქში, ორსართულიან ავტობუსში გაჩენილ ხანძარს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირვლად ავტობუსის ძრავში გაჩნდა და მთელ ავტობუსზე სწრაფად გავრცელდა. ავტობუსი მთლიანად დაიწვა.
ცეცხლის ლიკვიდაციის შემდეგ მეხანძრეებმა თქვეს, რომ ავტობუსს ცეცხლმაქრები და უსაფრთხოების აღჭურვილობა არ ჰქონდა. ცეცხლის ჩაქობას რვა სახანძრო ბრიგადა ცდილობდა.
ლიმას მერმა პირობა დადო, რომ ავტობუსის მფლობელებს დასჯის.