Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
უკრაინაში ქალმა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმშობიარა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ქალმა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმშობიარა

144
650x405_19_650x410

უკრაინაში, სადაც დღეს, 31 მარტს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, მოქალაქეს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მშობიარობა დაეწყო.

“გოგონა თითქმის ერთი საათის წინ დაიბადა, დედამ მოახერხა თავისი სამოქალაქო მოვალეობის შესრულება” – წერს ადგილობრივი მედია

 

https://www.facebook.com/yuriy.sugak.5/posts/1975102235931795

დღეს უკრაინის 35 მილიონი ამომრჩეველი ხუთი წლის ვადით აირჩევს ქვეყნის ლიდერს. სხვადასხვა მედიასაშუალების თანახმად, პრეზიდენტობის 39 კანდიდატიდან ძირითადად სამი ლიდერი იკვეთება: ახლანდელი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო;ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო და კომიკოსი ვოლადიმირ ზელენსკი, რომლის პერსონაჟიც ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში მოულოდნელად პრეზიდენტი ხდება.

არჩევნებისათვის შექმნილია 199 ოლქი, 29888 საარჩევნო უბნით, გარდა ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა.

წელს საარჩევნო უბნები არ გახსნილა რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე, უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა არჩევნებზე რუსი დამკვირვებლების დაშვებაზე.

თბილისში, უკრაინის საელჩოში საარჩევნო უბანი უკვე გაიხსნა. უკრაინის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა თბილისის დროით 20:00 საათამდე შეეძლებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები