LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

193
უკრაინა არჩევნები

ხვალ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის 39 კანდიდატია დარეგისტრირებული.

უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა 50% პლუს ერთი ხმა უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთი კანდიდატი პირველ ტურში გასამარჯვებლად ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ორი კვირის განმავლობაში გაიმართება.

საარჩევნო უბნები 31 მარტს ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება. სულ ქვეყნის მასშტაბით 29 888 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ხოლო საზღვარგარეთ კი 101 საარჩევნო უბანი. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები არ გაიხსნება.

არჩევნების მსვლელობას 2 344 ოფიციალური დამკვირვებელი დააკვირდება, რომლებიც 18 ქვეყანასა და 18 საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენენ, მათ შორის ეუთო-ს, ევროპარლამენტს და ა.შ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არჩევნებზე რუსი დამკვირვებლები არ დაუშვა.

წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტად ცნობილი მსახიობი და კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი ითვლება. მისი რეიტინგი 28%-ს შეადგენს. მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს რეიტინგი 18%-ს შეადგენს, ხოლო პარტია „ბატკივშინას“ ლიდერის იულია ტიმოშენკოს რეიტინგი კი 17%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები