LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაწამები, ნაცემი, ყური მოგლეჯილი” – ოჯახი ამტკიცებს, რომ ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტს სცემეს

1166
92ebf2775516411c4783191183d77d5b

ოჯახი ამტკიცებს, რომ ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტი ქალი სცემეს, რის გამოც ის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ექიმი მეუბნება,რომ შენი და არის მომაკვდავი, შეერთებულია აპარატზე და თუ ჰყავდა ამ ქალს ვინმე არ ვიცოდითო. ავდივართ ზემოთ და ვხედავ სურათს, ჩემი და არის ნაწამები, ნაცემი, დაჭრილი, ხელმოტეხილი, თვალები თითქმის ამოგდებული, ყური მოგლეჯილი და როგორ ფიქრობთ, ამას ვაპატიებ?“ – ამბობს რუსთავი 2-თან პაციენტის და, ნინო ბიგვავა.

პაციენტი ქალი ქუთაისის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმის თქმით, მას მოტეხილობა არ აქვს და ხელზე დიდი ზომის ექსკორიაცია აღენიშნება.

ხონის ფსიქიატრიული კლინიკის პრესსამსახურში პერსონალის მხრიდან ძალადობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ქალს  ეპილეფსია ჰქონდა და ერთ-ერთი შეტევის დროს დაეცა, რა დროსაც დაზიანებები მიიღო.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.