ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში, ბუკა პეტრიაშვილი პირად ცხოვრებაში აშკარად ძალიან ბედნიერია და ამის გამოხატვასაც შესანიშნავად ახერხებს.
დღეს, 29 მარტს, მისი მეუღლის, ტელეწამყვან ეკა მიშველაძის დაბადების დღეა. ალექსი პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოა ქვეყნა ფოტოები, რომლებიც მეორე ნახევართან ერთად აქვს გადაღებული და ემოციური სიტყვებით მიულოცა იუბილე.
ბუკა პეტრიაშვილი წერს:
„დღეს ჩემი მზე დაიბადა! როცა გაჩნდი შენ ჩემს გულში, გაბრწყინდა დღე, ზღაპარივით გამინათდა! არაფერი მე არ მინდა, შენი სიყვარულის გარდა!
შენთან ერთად ყველაფერი მიყვარს და მიხარია! მაბედნიერებ, მაძლიერებ, ცხოვრებას მილამაზებ და მიფერადებ! შენს გულს, შენს სულს, შენს ღიმილს, შენს სურნელს, შენს სიყვარულს, შენს მშვენებას, შენს ამქვეყნად მოვლინებას გაუმარჯოს! მიყვარხარ და მეყვარები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე!“