LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიარამ ახალი ალბომი და სიმღერა დააანონსა (ფოტო)

102
img

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, სიარამ ახალი დისკის გამოსვლის შესახებ განაცხადა. Beauty Marks – ასე ჰქვია ამერიკელი შემსრულებლის მეშვიდე სტუდიურ ალბომს, რომელიც დღის სინათლეს 10 მაისს იხილავს.

ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი თავად 33 წლის მომღერლის სოციალური ქსელიდან გახდა, სადაც ფირფიტის გარეკანის ფოტო გამოქვეყნდა.

ამასთან, ორი შვილის დედამ კრებულის მორიგი სინგლის რელიზიც დააანონსა. გაირკვა, რომ Thinkin Bout You გაყიდვაში დღეს ჩაეშვება.

 

View this post on Instagram

 

#ThinkinBoutYou 3/29

A post shared by Ciara (@ciara) on

შეგახსენებთ, რომ დისკიდან უკვე ცნობილია Level Up, დუეტი Tenko-სთან Freak Me, Dose და Greatest Love, რომელიც სიარამ მეუღლეს, რასელ უილსონს მიუძღვნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები