LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორისაა

110
54523559_2011391085625008_2078979190211739648_n

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მეექვსედ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა.

ლონდონში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2019“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მეექვსედ დასახელდა. მგზავრთა გამოკითხვის შედეგად – ბუდაპეშტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, ბუქარესტის, ბელგრადის, თბილისის, რიგის, ბრატისლავას ზაგრებისა და სოფიას საერთაშორისო აეროპორტები – 2019 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.

ცნობისთვის, Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები