ყატარში ნაციონალური მუზეუმის გახნას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ სპეციალური სტუმრებიც, ნაომი ქემპბელი და ვიქტორია ბექჰემი. მუზეუმის გახსნა 3 წლის მანძილზე იგეგმებოდა და ის მთლიანად არქიტექტორმა ჟან ნუველმა დააპროექტა. პროექტი 434 მილიონი დოლარი დაჯდა და მისი იდეა უდაბნოს ვარდის კონცეფციაში დევს. მუზეუმში ყველა მსურველს საშუალება ეძლევა გაეცნოს ქვეყნის ისტორიას ძველი ეპოქიდან დღემდე.
ვიქტორია ბექჰემმა გახსნაზე არჩევანი საკუთარი ბრენდის სამოსზე გააკეთა. ის თეთრი ფერის შარვალსა და პიჯაკში იყო წარმოდგენილი. ანსამბლს კი ვარდისფერი ფეხსაცმელი შეუხამა. ნაომი ქემპბელი კი თეთრი ფერის კაბაში ბრწყინავდა, რომელიც ასევე, თეთრი ფერის აქსესუარებთან ჰქონდა შეხამებული.