ზინედინ ზიდანი „რეალში“ დაბრუნდა კონცენტრირებული დასვენების შემდეგ და მზად არის ისევ ავიდეს მწვერვალზე. თუმცა ფრანგი უბრალოდ არ დაბრუნებულა, მან ფლორენტინო პერესს მთელი რიგი პირობები წაუყენა. თუ პრეზიდენტი დაიცავს, ხომ კარგი, თუ არა და – ბასტა.
„მარკას“ ინფორმაციით, ფრანგის მოთხოვნები ასეთია:
სრული კონტროლი გუნდზე;
იმ ფეხბურთელების გაყიდვა, ვინც არ ჭირდება;
მარსელოსა და ისკოს შენარჩუნება;
არ იყიდონ ნეიმარი;
ხამესი არ უნდა დაბრუნდეს;
მინიმუმ კილიან მბაპე შეძენის მცდელობა
ზიზუს მოთხოვნები მარტივი არ არის, მაგრამ დიდების დაბრუნება უფრო მნიშვნელოვანია. ალბათ ამას გარკვეული დრო დასჭირდება, შენ კი ახლავე შეგიძლია მოაგვარო პრობლემები.
როგორ დახარჯავდი დარჩენილ 10 მატჩს?
ათამაშებდი „კასტილიას“ ახალგაზრდა ნიჭიერ ბიჭებს
აშენებ გუნდს ვინისიუს გარშემო
დიდი მნიშვნელობა არ აქვს ახლა რა იქნება
ვისი თავი გაგორდება პირველი?
სერხიო რამოსი
ლუკა მოდრიჩი
გარეთ ბეილი
სამივეს მოისროდი
სუპერვარსკვლავებიდან რომელს დაუძახებდი?
ნეიმარი
კილიან მბაპე
ედენ აზარი
კარს ვის ანდობდი?
ტიბო კურტუა
კეილორ ნავასი
იკერ კასილიასი
დავიდ დე ხეა
კანტეს ყიდულობ?
არა, ვტოვებთ, როგორც არის, კაზემირო იდეალურია
კი, ბოლო-ბოლო მსოფლიო ჩემპიონია
შეკრებაზე რომელ სქემას დაამუშავებდი?
4-2-3-1
4-3-3
3-5-2
მიზანი?
ტრებლი
ჩემპიონთა ლიგის მოგება
ჩემპიონატი. „ბარსა“ უნდა ჩავაჩოჩოთ
ესპანეთის თასი. დიდი ხანი არ მოგვიგია, უნდა გამოვასწოროთ
ჯერ საკუთარი თავის პოვნაა საჭირო, სხვებს მერე მიხედავ