კელი კლარკსონის ოფიციალურ Youtube არხზე ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. Broken & Beautiful – ასე ჰქვია სინგლს, რომელიც ანიმაციის UglyDolls საუნდტრეკია.
მულტფილმში, რომელიც ეკრანებზე 3 მაისიდან გამოჩნდება, ამერიკელი შემსრულებელი ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, მოქსის ახმოვანებს.
აღსანიშნავია, რომ კელი ასბერის მომავალ როექტში ისეთი ვარსკვლავების ხმებსაც გავიგებთ, როგორებიც: ნიკ ჯონასი, ჟანელ მონე, ბლეიკ შელტონი, პიტბული, ემა რობერტსი, ბიბი რექსა, ჩარლი XCX და სხვები არიან.
შეგახსენებთ, რომ კელი კლარკსონი პირველად გამხმოვანებლის ამპლუაში 2017 წელს, ასევე ანიმაციურ ფილმში, ,,ვარსკვლავი” მოგვევლინა.