LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტი ტაქსების ახალ რეგულაციას – მძღოლებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს

393
3uxifw3u

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ტაქსის მძღოლებმა გზა გადაკეტეს. ისინი სადგურის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველზე, პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყვეს.

ტაქსის მძღოლები თბილისის მერიის მიერ, ტაქსებისთვის დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. რომლის მიხედვითაც, 2019 წლის ოქტომბრის თვიდან ტაქსები A და B კატეგორიებად დაიყოფა.

A კატეგორიის ტაქსის მძღოლები ვალდებული იქნებიან მანქანა თეთრად გადაღებონ. B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ეს ვალდებულება არ ექნებათ, თუმცა მათთვის ტაქსით მგზავრების გადაყვანა, მხოლოდ აპლიკაციის მეშვეობით იქნება ნებადართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები