სპორტული პორტალის Nextmove-ის Youtube არხზე საინტერესო შეჯიბრის ვიდეო გამოჩნდა. ავტოექსპერტებმა ერთმანეთს „ტესლას“ ელექტროქარი, „მერსედესის“ სედანი და „ჯიპის“ ყველგანამავალი დაუპირისპირეს.
Jeep Grand-ის კაპოტის ქვეშ 6,4 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული V8 ძრავია განთავსებული და აგრეგატს 482 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0-დან პირველ „ასეულს“ ავტომობილი 4,9 წამში ავითარებს.
Mercedes AMG E 63 S 4 ლიტრის მოცულობის „ბიტურბორვიანითაა“ დაკომპლექტებული და 100კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 3,4 წამი სჭირდება.
ელექტრონული სედანი Tesla Model 3, რომელიც Performance-ის მიერაა შესრულებული 97 კმ/სთ-ს 3,5 წამში ავითარებს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 249 კმ/სთ-ს შეადგენს.
ხოლო თუ რომელი ავტომობილი აღმოჩნდა ყველაზე სწრაფი, ამის ნახვა თავად შეგიძლიათ.