მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დღეს ვახტანგ ქირიას დაკრძალვას დაესწრება.”ინტეპრესნიუსის” ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ზუგდიდში, 14:00 საათზე დაკრძალავენ.
ვახტანგ ქირია თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში მოკლული 14 იანვარს იპოვეს.
მისი მკვლელობის საქმეზე ძიება მიმდინარეობს. გამოძიების ინფორმაციით, ქირია მისმა ნათესავმა ბიძინა კუჭავამ მოკლა, მას შემდეგ კი, რაც სამართალდამცველები მის კვალზე გავიდნენ, თავი მოიკლა.