LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას აიტანთ თვითმფრინავში ხელბარგით – პასუხი ხშირად დასმულ კითხვებზე

1430
bagage_1_0

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე მოგზაურებს პასუხს სცემს და ხელბარგში დაშვებული ნივთების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც აეროპორტი იუწყება, თვითმფრინავში ხელბარგით შეგიძლიათ აიტანოთ:

სახლისა და ავტომობილის გასაღები

თმის საშრობი

თმის უთო

ფრჩხილის ქლიბი

ქოლგა

და რაც მთავარია, ჩურჩხელა.

იმისდა მიუხედავად, ახორციელებთ შიდა თუ საერთაშორისო ფრენას, თქვენ და თქვენი ბარგი ექვემდებარებით აეროპორტის უსაფრთხოების კონტროლს.

მკაცრად განსაზღვრულია იმ საგნების ჩამონათვალი, რომელთა თვითმფრინავში ატანაც დაშვებულია. ხელბარგი და ჩასაბარებელი ბარგი მოწმდება დეტექტორის საშუალებით და ზოგიერთ შემთხვევაში უფრო დეტალურად. აღნიშნული პროცედურა აუცილებელია იმ ნივთიერებების და საგნების გამოსავლენად, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მგზავრებს, თვითმფრინავის ეკიპაჟს ან ხომალდის უსაფრთხოებას.

ბასრი საგნების ტრანსპორტირება შესაძლებელია მხოლოდ ჩასაბარებელ ბარგში.

ხელბარგსა და ბარგში აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების ჩამონათვალს გაეცნობით ბმულზე:  http://kutaisi.aero/ka/Security-check

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები