ხაშურში, ცოლის დაჭრის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, დაკავებული მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.
სხეულის მრავლობითი დაზიანებებით 31 წლის ქალი ხაშურში “ევექსის კლინიკაში” შეიყვანეს. კლინიკაში” რადიო “ფორტუნას” განუცხადეს, რომ პაციენტს მუცლის ღრუს არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი ოჯახის წევრების სურვილით, ის თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში არის გადაყვანილი.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.