პირს მორგანის შოუში სტუმრობისას, მელანი ბრაუნმა სკანდალური განცხადება გააკეთა. მელ ბის თქმით, მას Spice Girls-ის ერთ-ერთ წევრთან სექსი ჰქონდა.
გაირკვა, რომ ინგლისელმა ვარსკვლავმა ჯერ კიდევ 90-იანებში ინტიმური კავშირი ჯერი ჰოლიუელთან დაამყარა.
,,ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. რაც მოხდა, მოხდა. ახლა ამ ყველაფერს ღიმილით ვიხსენებთ”, – განმარტა 43 წლის შემსრულებელმა.
შეგახსენებთ, რომ მელანი ბრაუნმა ბისექსუალობის შესახებ 2016 წელს განაცხადა.