Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ ქართველებს მიმართავს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ ქართველებს მიმართავს

408
safrangeti

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 23 მარტს პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს.

„საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, 23 მარტს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ე.წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები. გთხოვთ, მოერიდოთ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689,” – ნათქვამია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, საფრანგეთში, ისევე, როგორც ნოემბრის შუა რიცხვებიდან ყოველ უქმეებზე დღესაც ყვითელჟილეტიანების აქციებია დაგეგმილი. ცნობილია, რომ ხელისუფლება  პოლიციის გარდა, სამხედროების მობილიზებასაც გეგმავს.

„ყვითელი ჟილეტების“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ხელისუფლება სამხედროების გამოყვანის გადაწყვეტილებით, ხალხს ჯარს და პოლიციას უპირისპირებს. პენსიების,ხელფასების ზრდისა და საგადასახადო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, მოძრაობის წევრები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები