მალე “რუსთავი 2”-ის ეთერში მაია ასათიანის “პროფილი” ახალი ფორმატით გავა. თოქშოუს ავტორმა ახალი პრომო გადაიღო, რომელიც მცირე ხნის წინ განთავსდა “პროფილის” “ფეისბუქ”- გვერდზე. პრომო ნიკა ლომიძემ გადაიღო. ის ასახავს იმ გზას, რომელიც მაია ასათიანმა გადატანილი ტრაგედიის შედეგად განვლო.
პრომომ დიდი რეზონანსი გამოიწვია სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი კომენტარის ავტორი წერს: “ძალიან მძიმეა თავისი შინაარსით…”
გთავაზობთ სხვა კომენტარებსაც:
“იმდენი ტკივილი და სევდაა შენიღბული ლამაზი ფერებით. ზუსტად შენზეა მორგებული ეს ლამაზი რეკლამა. მაპატიე თუ რომელიმე გადაცემაზე ვბურტყუნებდი, რომ არ იყავი ყოველთვის მართალი. ადამიანი რომ გესმოდეს, ის უნდა დაგემართოს რაც ახლა მე დამემართა. გააგრძელე ცხოვრება. ატმის ყვავილის ფრად შეიმოსე… გამოიგონე შენი გასავლელი ზღაპარი. დედამიწა ხომ დროებითია. ამ დროებითში იყავი ისეთი, როგორიც გინდა, რომ იყო… თავიდან შემიყვარდი”
“სულ მიყვარდა და ახლა უფრო მიყვარს..”
“მაია არის მაგალითი სხვა ქალებისთვის, იმ ქალებისათვის ვისი შვილებიც ჩვენი სამყაროდან სხვა მარადიულ სამყაროში გადავიდნენ საცხოვრებლად და დიახ, ჩვენ ყველა შეხვდებით ადრე თუ გვიან ჩვენს საყვარელ ადამიანებს იქ, სადაც არიან ???”
https://www.facebook.com/talkshowprofili/videos/vb.181953955226637/328170037692588/?type=2&theater