LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიარი და კამპანია, რომელსაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან აქვს ადგილი, აცდენილია წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან – მაია ცქიტიშვილი

110
მაია ცქიტიშვილი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ სრულად აქვთ მოზიდული დაფინანსება, შერჩეული ჰყავთ გენერალური კონტრაქტორი და ასე შემდეგ, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებაში შექმნან განწყობა – პროექტს და კონკრეტულ ინვესტორს მთავრობა ებრძვის, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

“და რა თქმა უნდა, ქვეყანაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალია, ივანიშვილს სურს პროექტიდან გააქროს მამუკა ხაზარაძე – აი, ეს არის მცდელობა, რასაც კეთილსინდისიერი ინვესტორის ქცევად ვერ შევაფასებდი“, – დასძინა ცქიტიშვილმა.

მინისტრმა დღეს ისიც აღნიშნა, რომ ის პიარი და კამპანია, რომელსაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან აქვს ადგილი, აცდენილია კონსორიციუმის მიერვე წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან.

 

მაია ცქიტიშვილის თქმით, არცერთ პროექტში მონაწილეობა არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი რაიმე სახის კითხვებისგან. თანამდებობა, ბანკის და პროექტის მეწილეობა ვერავის დაიცავს შესაძლო კითხვებისგან ან პასუხისმგებლობისგან, რომელიც ამ კითხვებს შეიძლება მოჰყვეს.

როგორც ცქიტიშვილმა დეპუტატების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, წინასწარი კონსულტაციები იმის შესახებ, დაესვათ თუ არა კითხვები მამუკა ხაზარაძისთვის, პროკურატურას მინისტრებთან და ბიძინა ივანიშვილთან არ ჰქონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები