LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SMART Campaign: „ფინკა ბანკი“ შესაბამისობაშია მომხმარებელთა დაცვის პრინციპებთან

83
1553156252

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ქსელმა SMART Campaign-მა „ფინკა ბანკს“ მეორედ მიანიჭა სერტიფიკატი. ფინკა ბანკს SMART სერტიფიკატი გადაეცა როგორც მომხმარებლების ინტერესებზე ორიენტირებული პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის დასტური.

SMART Campaign-ის აუდიტორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ფინკა ბანკი შესაბამისობაშია მომხმარებელთა დაცვის 7 ძირითად პრინციპთან, მათ შორის  არის – მომხმარებლების დაცვა ზედმეტი ვალდებულებებისგან, ჭარბვალიანობის პრევენცია, მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვა და საჩივრების განხილვის მექანიზმის არსებობა, პროდუქტის დიზაინი და გონივრული ფასი.

ცნობისთვის, ფინკა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სერტიფიკატი პირველად 2016 წელს მიიღო. „ფინკა ბანკი“ არის პირველი ქართული საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც SMART სერტიფიკატი გადაეცა. სერტიფიკატი 4 წლიანია, თუმცა მიღებიდან 2 წლის შემდეგ კომპანიამ კვლავ უნდა გაიაროს აკრედიტაცია და დაადასტუროს მომხმარებლეთა დაცვის პრინციპების შესაბამისობა. „ფინკა ბანკმა“ ამჯერადაც დაადასტურა, რომ ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა სრულ შესაბამისობაშია მომხმარებლების უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და ეფუძნება სამართლიან და ეთიკურ მიდგომებს.

როგორც ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა აღნიშნა, სერტიფიკატის მეორედ მიღება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია „ფინკა ბანკისთვის“ მომხმარებელთა უფლებების დაცვა. “მოხარულები ვართ, რომ უკვე მეორედ მივიღეთ SMART სერტიფიკატი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტისთვის, რაც ასე პრიორიტეტულია ჩვენთვის. ეს ნიშნავს, რომ „ფინკა ბანკის“ საქმიანობა დაფუძნებულია სამართლიანობასა და ეთიკურობაზე და ეს უკვე აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ. ვამაყობთ, რომ მომხმარებლებს ვთავაზობთ პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას“,- აღნიშნა ვუსალ ვერდიევმა.

შეგახსენებთ, „ფინკა ბანკი“ 20 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე მუშაობს და ფინანსურ მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირებს. SMART Campaign კი მომხმარებელთა დაცვის ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ორგანიზაციაა საფინანსო სექტორში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები