Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პარიზში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება

274
paris

პარიზში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მალე უფასო გახდება. 2019 წლის პირველი სექტემბრიდან საფრანგეთის დედაქალაქში ახალი შეღავათები ამოქმედდება. 11 წლამდე ასაკის ბავშვები მეტროთი და ავტობუსით გადაადგილებას უფასოდ შეძლებენ და ეს წესი არამხოლოდ საფრანგეთის, არამედ უცხო ქვეყნების მოქალაქეებსაც შეეხებათ.

ასევე უფასო იქნება მგზავრობა შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისთვისაც.

რაც შეეხებათ მოსწავლეებს, მათ ბილეთის ნახევარი საფასურის გადახდა მოუწევთ. გარდა ამისა, 14-18 წლამდე მოზარდები ველოსიპედის დაქირავებასაც უფასოდ შეძლებენ.

როგორც დედაქალაქის მერი იუწყება, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია და 2020 წლისთვის პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა ადამიანისთვის უფასო იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები