ბიძინა კუჭავას ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მას თავი არ მოუკლავს და მოითხოვენ, ცხედარს ექსპერტიზა მაია ნიკოლეიშვილმა ჩაუტაროს.
“გუშინ ექსპერტიზა ჩატარდა და ბიძინა კუჭავას აღენიშნება ის დაზიანებები, რომელიც აქამდე არ აღენიშნებოდა და გარკვეულ კითხვებს ბადებს. სხეულზე აქვს ჭრილობები, კონკრეტულად რა ჭრილობებია, უკვე დამოუკიდებელი ექსპერტი თვითონ შეხედავს და საკუთარ პოზიციას იტყვის. ჩვენი ვერსიით, თვითმკვლელობა გამორიცხულია. ქირიას მკვლელობაც არაა მართალი. კერძო ექსპერტიზის შემდეგ გამოძიება უკვე სხვა კუთხით წავა”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა კუჭავას შვილობილმა გიორგი ჯიქიამ.